logo
ENG



სააღდგომო არდადეგების დროს მოქალაქეების ვაქცინაცია შეჩერდება

17 აპრ 202119:05
3 წუთის საკითხავი
clock 1082
2021/04/17/idd9o67az02f5ow.jpg

სააღდგომო არდადეგების პერიოდში, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მოქალაქეების ვაქცინაცია შეჩერდება, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და ამასთანავე აცხადებს, რომ გუშინ ფფაიზერის მეორე დოზებზე დაწყებული რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს. 

"გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო", - აცხადებენ NCDC-ში, - "ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა". 

მოქალაქეებისთვის Pfizer-BioNtech ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყო, ქვეყანაში ჯამურად 27 654 ადამიანია აცრილი. 


close დახურვა