logo
ENG



საბერიო-ფახულანის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ხის ბოძები მიიტანეს

17 მაი 202014:23
3 წუთის საკითხავი
 
iirb60v7s1sul2m.png

საოკუპაციო რეჟიმს საბერიო-ფახულანის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მავთუხლართების გავლების პროცესი არ განუახლებია, თუმცა ადგილზე რჩება ხის ბოძები, რომლებიც  ახლახანს მიიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მონაკვეთზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს, ცვლიან ადრე გავლებულ მავთულხლართებს, ასევე მიმდინარეობს დამატებითი უკანონო ინსტალაციების აგება.  

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 


close დახურვა