logo
ENG



საბერძნეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო

05 აგვ 202318:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/qk85soq42kqcbbp.jpg

საბერძნეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში, სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან რჩება. ჩვენი იმედები, სურვილები და გამხნევება თან ახლავს სამაშველო ჯგუფებს დაუღალავი ძალისხმევის პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20 ადამიანთან. 


close დახურვა