logo
ENG



საბერძნეთის საპატიმროში საქართველოს მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო

29 მაი 202008:42
3 წუთის საკითხავი
 

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ, საბერძნეთის საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ბერძნული მედია, ათენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირკვევა რომ 46 წლის საქართველოს მოქალაქეს პოლიცია მიგრანტების ტრეფიკინგს ედავებოდა. უახლოეს დღეებში ბრალდებული სასამართლოს წინაშე უნდა წარმსდგარიყო. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზიც. ბრალდებულმა  სიცოცხლე საკუთარი ხელით პოლიციის დეპარტამენტის დროებით საკანში დაასრულა. 


close დახურვა