logo
ENG



საბერძნეთში დემონსტრანტებმა ამერიკის საელჩოსთან აშშ-სა და ნატო-ს დროშები დაწვეს

05 ოქტ 201919:35
3 წუთის საკითხავი
 
53maysstlr4vz63.png

საბერძნეთში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტს აპროტესტებენ. ათასობით ადამიანი, რომელთა უმეტესობა კომუნისტური პარტიის მხარდამჭერია, ათენში ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბა და შეერთებული შტატებისა და ნატოს დროშები დაწვა. 

დემონსტრანტებმა აქციაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საწინააღმდეგო ბანერები გამოფინეს. აქციის მონაწილეებმა ჰარი ტრუმენის ქანდაკებას წითელი საღებავი შეასხეს, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა. ამ დროისთვის ამერიკის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.


close დახურვა