logo
ENG



საბერძნეთში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩაივლის

17 აპრ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩაივლის. კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით მორწმუნეებისთვის ყველა ეკლესია დაიკეტა.

ღვთისმსახურებას დახურულ ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებიან. სააღდგომო წირვა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მორწმუნეებს საშუალება ექნებათ საზეიმო ლიტურგიას თვალი ინტერნეტის საშუალებითაც ადევნონ.

ბოლო მონაცემით, საბერძნეთში კორონავირუსის 2 207 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 205 ადამიანი. პანდემიის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 


close დახურვა