logo
ENG



საბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს მიუახლოვდა

07 აგვ 202100:03
3 წუთის საკითხავი
 
საბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს მიუახლოვდა
Nicolas Economou/NurPhoto/Rex/Shutterstock

საბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს მიუახლოვდა. ხელისუფლებამ დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილიდან მოსახლეობა მასობრივად გაიყვანა.

ხანძრების შედეგად ათობით სახლი განადგურდა და ათეულობით ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. ქალაქი კვამლშია გახვეული. 600 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო კუნძულ ევიადან.

ბერძენი მაშველების დასახმარებლად დამატებითი ძალები ჩაფრინდნენ საფრანგეთიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, რუმინეთიდან და კვიპროსიდან.

ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა. ბოლო პერიოდში საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს სცილდებოდა.

"თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება კლიმატის ცვლილებაში, მოვიდეს და ნახოს რა ინტენსივობით არის აქ წარმოდგენილი", - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.

ტყის ხანძრები მძვინვარებს ალბანეთსა და ბულგარეთში, სადაც გავრცელება ივლისის ბოლოსთვის დაიწყო. ჩრდილოეთ მაკედონიაში კი ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ხანძრებს ებრძვიან თურქეთში. ბოლო ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, ათასობით ადგილობრივი და ტურისტი კი იძულებული გახდა, სხვაგან გადასულიყო.


close დახურვა