logo
ENG



საბერძნეთში ტყის ხანძრები უკონტროლოდ ვრცელდება

07 აგვ 202111:51
3 წუთის საკითხავი
 
AFP

საბერძნეთში უკონტროლო ტყის ხანძრების გამო ორი ადამიანი დაიღუპა. კვამლია მოდებული ათენის ჩრდილოეთით, სადაც მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლები დატოვონ.

მაშველები ქვეყნის მასშტაბით 154 ხანძარს ებრძვიან. ცეცხლია კუნძულ ევიაზე და ანტიკურ ოლიმპიასთან სიახლოვეში. 

2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-მდე პირმა დაზიანება მიიღო. გარდაცვლილებს შორის არის მეხანძრე-მაშველი. მეორე დაღუპული არის ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, კონსტანტინოს მიქაილოსი, რომელიც ხანძართა ახლოს ფაბრიკაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ხანძრების გამო კუნძულ ევიადან ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

"ჩვენ ვსაუბრობთ აპოკალიფსზე, არ ვიცი როგორ აღვწერო ეს", - ამბობს სანაპირო დაცვის თანამშრომელი.

ევროპაში საბერძნეთის გარდა არაერთი ქვეყანა ებრძვის გამძვინვარებულ ტყის ხანძრებს. თურქეთის ხელისუფლება ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით პირმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ხანძრები აჩვენებს კლიმატის ცვლილების რეალობას.


close დახურვა