logo
ENG



საბერძნეთში ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

22 აგვ 202318:20
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Reuters-ი სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბერძნული მედია წერს, რომ დაღუპულები მიგრანტები არიან. მათი ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს. საბერძნეთის რეგიონი, სადაც ცხედრები იპოვეს, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებში პოპულარული მარშრუტია.

19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებელია ევაკუირებული.

ცეცხლი უახლოვდება ქალაქ ალექსანდროპოლისს. სტიქიის გამო ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა აუცილებელი, ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს. 

 

ხანძრის კერებია ცენტრალური საბერძნეთის კუნძულ ევიასა და ბეოტიაზეც, ისევე როგორც აღმოსავლეთ როდოპის რეგიონში და ჩრდილოეთის ქალაქ კავალაში.


close დახურვა