logo
ENG



საბიოჯეტო პრიორიტეტები სადავო მიზნებით

16 აგვ 202220:38
3 წუთის საკითხავი
 

ინიციატივა, რომელიც დღეს სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი გახდა - 60 წელს ზემოთ პირებს მერია აუზზე ცურვისა და ფიტნეს დარბაზის მომსახურებას დაუფინანსებს. "სპორტი უფროსი თაობისთვის" - ასე ქვია პროგრამას. დადგენილებას ხელს საკრებულოს თავმჯდომარე აწერს. კრიტიკის საფუძველია მერიის საბიუჯეტო პრიორიტეტი, მეორე მხრივ კი ბუნდოვანება. როგორ შეარჩევენ ასაკოვან ხალხს და რა ნიშნით. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება და აუზზე შესვლას შეძლებს თვეში მხოლოდ 300 მოქალაქე.  


close დახურვა