logo
ENG



საბუკო - გახშირებულად გვატყობინებენ მოკლულ და დაჭრილ ფრინველებზე

14 აპრ 202022:59
3 წუთის საკითხავი
 
cuqhgn1tf2odzdx.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო)“ FACEBOOK-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია შეტყობინებები მოკლულ და დატყვევებულ ფრინველებზე.

ბოლო პერიოდში, გახშირებულად გვატყობინებენ სხვადასხვა რეგიონში მოკლული, დაჭრილი თუ დატყვევებული ფრინველების შესახებ.

„ახლა, როდესაც მოსახლეობის ნაწილი იზოლაციას სოფლებსა და ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ამჯობინებს, მეტი თავისუფალი დრო და ნაკლები თავშესაქცევია, ხოლო სახელმწიფოს ყურადღება სხვა პროცედურების მართვისკენაა მიმართული, არალეგალური ნადირობის შემთხვევების გაზრდის რისკი რეალურია.

არალეგალურ ნადირობას ეწირებიან გადაშენების პირას მყოფი, წითელი ნუსხის სახეობებიც.

გვინდა, მივმართოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაითვალისწინოს არალეგალური ნადირობის გაზრდილი რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები ეფექტური მონიტორინგისა და კანონის აღსრულების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა