სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე პოლიციის თანამრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და მუშაობას უკრძალავდა.
"24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში, საავტომობილო გზაზე, პოლიციელი ავტომანქანით ყოფილ მეუღლეს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა", - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გრძელდება.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.