logo
ENG



საგამოძიებომ TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

07 დეკ 202423:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/swrk1dajbyzkl5j.jpg

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს,  ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს ტიტუშკები თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ჩიხლაძის თქმით, ამ ყველაფერს პატრული ხედავდა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.


close დახურვა