საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, თბილისში უხვი ნალექის გამო გამოწვეული პრობლემების გამო დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.
თბილისში რამდენიმე საათია ძლიერად წვიმს. უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, ზოგიერთ კორპუსში ჩავიდა წვიმა, ადიდებული წყალი შევარდა სახლებში, წაიქცა ხეები.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ მოქალაქეებს უჭირთ გადაადგილება, მანქანები საცობში არიან გაჭედილი, ზოგიერთ ქუჩაზე კი წყალმა მანქანები სანახევროდ დაფარა.
რთული ვითარებაა მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, სადაც წყალი დაგროვდა. პრობლემებია გზის სავალ ნაწილზე.