logo
ENG



საგანგებო: მოსალოდნელია ტემპერატურის მატება - არ დაანთოთ ცეცხლი, არ დატოვოთ კერები

20 აგვ 202416:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/20/2dkal3ocy65znen.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

"ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში", - ამბობენ სამსახურში.


close დახურვა