logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი აქცია თბილისის მერიასთან გაიმართა

23 მაი 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ პირველი საპროტესტო აქცია თბილისიის მერიასთან გაიმართა. უკვე სამი წელია,  ანას ბაღის გადასარჩენად ადგილობრივები უშედეგოდ იბრძვიან. მიუხედავად არაერთი პროტესტის, საპროტეტსო აქციისა და ბაღის გადასარჩენად ადგილზე ხალხის მობილიზებისა, არც ინვესტორი, არც მერია და არც სასამართლო გადაწყვეტილებას არ ცვლის და ვარკეთილში, სკვერში, რომელსაც გარდაცვლილი გოგონას სახელი ჰქვია, საცხოვრებელი კორპუსები მაინც აშენდება. 

მერიასთან ოფიციალური პირები არ გამოჩენილან, თბილსის მერმა კი დღეს აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირიდან უპასუხა და უსაქმურები უწოდა. კახი კალაძე ამბობს, რომ მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ანას ბაღს ხელს არ უშლის.


close დახურვა