logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ახალციხის ბაზარში ხალხმრავლობა იყო

29 მარ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 
sa0a1nq2e4s9qvd.png

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დღეს დილიდან ახალციხის ბაზარში ხალხმრავლობა იყო. რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ადგილობრივები სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდდნენ.

ფორმულასთან“ ადგილობრივები ღიად არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ბაზარში ასობით მოვაჭრე იყო, მათ უმრავლესობას კი პირბადეები არ ეკეთა. ადგილობრივების თქმით, პოლიცია ადგილზე მოგვიანებით,  დაახლოებით ათი საათისთვის მივიდა და მოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა.

მიუხედავად ამისა, ტრანსპორტისა და ადგილობრივების სიმრავლე ახალციხის ბაზარში ახლაც შეინიშნება. ამ ფაქტზე ბაზრის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. 


close დახურვა