logo
ENG



საგანგებო მობილიზაციაა ფოთში, სადაც კორონავირუსის გამოვლენის ახალ საფრთხეს ელოდებიან

06 მარ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მობილიზაციაა ფოთში, სადაც კორონავირუსის გამოვლენის ახალ საფრთხეს ელოდებიან. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოთის პორტში შესულ გემზე კორონავირუსით დაავადებული პირი იმყოფება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით კი, გემზე ერთ-ერთ მეზღვაურს მაღალი ტემპერატურა აქვს, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები არ უდასტურდება. იგივე ინფორმაციას ადასტურებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

გემი ტუნისიდან დღეს შემოვიდა და ამჟამად ფოთის პორტის მე 4-ე ნავმისადგომთან დგას. პაციენტი ჩინეთის მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით, მას მაღალი ტემპერატურა ბოლო რამდენიმე დღეა აქვს, რის გამოც ეკიპაჟის წევრებისგან იზოლირებულია.

გემის ყველა მგზავრი ასევე ჩინეთიდანაა. ეკიპაჟს ხმელეთთან კავშირი აეკრძალა, გემი არც ერთ წევრს არ დაუტოვებია.

განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა, მისი ინფორმაციით პაციენტს კორონავირუსი  არ უდასტურდება.

„მე მაგალითად ვიცი, რომ არ არიან დაავადებულები. რამდენადაც ვიცი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

საეჭვო პაციენტს ნიმუშები უკვე აუღეს და უახლოეს საათებში ზუსტი პასუხი გახდება ცნობილი.


close დახურვა