logo
ENG



საგარეო: ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას

21 თებ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/21/z96eeghd6aizg1l.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრას რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.

"აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", - აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მინსკში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.

ბელარუსის ლიდერმა ბჟანიას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. თვითონ ლუკაშენკო ოკუპირებულ სოხუმში 28 სექტემბერს ჩავიდა. 


close დახურვა