logo
ENG



საგარეჯოში 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

06 ნოე 202610:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/06/fijewtlf5ca8xmp.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 5 ნოემბერს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი სასიკვდილოდ დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა