ქართული ოცნება ფურცელზე დაწერილ "რუსეთსაც" კი ერიდება. მმართველი ძალის არ გაღიზიანების პოლიტიკა ასეთია: სირაქლემას პოზაში მყოფი ოფიციალური თბილისი და შიდა პოლიტიკურ კინკლაობაში გადატანილი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი. ახლა, როდესაც მთელი დასავლეთი უკრაინის ერთიანობის დასაცავად და რაც მთავარია რუსეთის მადის დასაოკებლად მყარად დგას, საქართველოს ხმა ნაკლებად გვესმის. რატომ არ ესმის თბილისის ხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რატომ ვერ ეღირსა ნამდვილი ქართული თანადგომა უკრაინას ამ მძიმე დროს - ნახეთ დროებაში.
სადაც უკრაინა იქ საქართველო - დროება
30 იან 202220:20
3 წუთის საკითხავი