უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეუზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები. ამის შესახებ 26 აპრილის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
გარდა ამისა, 4-12 მაისის პერიოდში, უქმე დღეებში შეუზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.