logo
ENG



საერთაშორისო გამჭვირვალობა მერიას კორუფციაში ადანაშაულებს - ეს იყო მორგებული ტენდერი

07 ივნ 202013:48
3 წუთის საკითხავი
clock 541

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული მორიგი კვლევა მერიაში შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს. ორგანიზაციაში დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიების დაწყება აუცილებელია, რადგან თბილისის მერი კონკრეტულ კომპანიას მფარველობს.

"თბილსერვის ჯგუფმა", რომელიც მერიას დაქვემდებარებული უწყებაა, გამოაცხადა 5 დიდი ტენდერი, საიდანაც 4 მოიგო ერთმა იტალიურმა კომპანიამ, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავდა. ჯამში, მიიღო ბიუჯეტიდან 3.3 მლნ. ლარი. ვთვლით, რომ ეს იყო მორგებული ტენდერი, რისი არგუმენტიც ისაა, რომ პირველ რიგში, ტექნიკურ მხარეში მითითებული იყო ფოტოები, ამ კომპანიის მიერ გაკეთებული საახალწლო განათებები იტალიაში, რაც არ შეიძლება. ბოლო სამ წელში, რაც კალაძე მერია, 7 მლნ. ლარზე მეტი აქვს აღებული ამ კომპანიას, ამიტომ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს შეისწავლონ ეს საქმე", - აცხადებს ბესო ნამჩევაძე.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საეჭვო ტენდერები გამოვლინა, რომლებშიც მილიონები დაიხარჯა. საქმე ეხება საახალწლოდ, თბილისის მერიის მიერ დახარჯულ ფულს. დიდი ნაწილი ამ თანხიდან, უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის გზით დაიხარჯა. 


close დახურვა