logo
ENG



საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკრაინელ მოფარიკავეს 2024-ის ოლიმპიადაზე დაუშვებს

29 ივლ 202301:04
3 წუთის საკითხავი
clock 1084
2023/07/29/1cl73d38p4x8xhw.jpg

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, გამონაკლისის სახით, უკრაინელ მოფარიკავე ოლგა ჰარლანს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას მისცემს. ამის შესახებ უკრაინის სპორტის მინისტრმა, ვადიმ გუტცაიმ განაცხადა, რომელმაც კომიტეტის პრეზიდენტის ტომას ბახის წერილი გაავრცელა.

ჰარლანმა დისკვალიფიკაცია მიიღო მას შემდეგ, რაც მილანში მსოფლიო ჩემპიონატზე უარი თქვა ხელი ჩამოერთმია მოწინააღმდეგისთვის - რუსი მოფარიკავე ანაა სმირნოვასთვის.

ბახის წერილში აღნიშნულია, რომ დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მისთვის დაუშვებს გამონაკლისს, სიტუაციის უნიკალურობის გათვალისწინებით. კომიტეტი მას დამატებით კვოტას მისცემს ოლიმპიურ თამაშებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ მომენტისთვის ვერ შეძლებს ჩვეულებრივი კვალიფიკაციის გავლასა და აუცილებელი ქულების დაგროვებას.

ამასთან იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ შეაჩერა უკრაინელი სპორტსმენის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში ჰარლანს შეუძლია მილანში გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობა, რაც აუცილებელია ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის.

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ოლგა ჰარლანმა 27 ივლისს მილანში მსოფლიო ჩემპიონატის 1/32-ზე დისკვალიფიკაცია მიიღო. ჰარლანმა რუსი სპორტსმენი ანა სმირნოვა დაამარცხა, რომელიც ნეიტრალური სტატუსით გამოდიოდა, თუმცა დუელის შემდეგ უარი თქვა ხელის ჩამორთმევაზე. ამის სანაცვლოდ ჰარლანმა სმირნოვას დაშნა დაუდო წინ და რაღაც უთხრა. მოგვიანებით, უკრაინის სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა განმარტა, რომ ჰარლანმა სმირნოვას ხელის ჩამორთმევის ნაცვლად დაშნების პირების შეხება შესთავაზა. 

ჩემპიონატის წესების მიხედვით, სავალდებულო მისალმებაზე უარი 60 დღით დისკვალიფიკაციას იწვევს. სმირონვამ მსაჯებს მიმართა და რეგლამენტის დარღვევის გამო პროტესტით მიმართა, რაც არ დაუკმაყოფილეს. ამის შემდეგ ის თითქმის 50 წუთის განმავლობაში რჩებოდა მოედანზე, ორგანიზატორებმა მას სკამიც მიაწოდეს.

სმირონვამ მსაჯებს მიმართა და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უარი თქვა დაეკმაყოფილებინა სმირნოვას მოთხოვნა დუელის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ ეტაპზე ჰარლანს ტექნიკური მარცხი მიანიჭა, რის გამოც დისკვალიფიცირებულ იქნა ტურნირიდან. დარღვევის გამო პროტესტით მიმართა, რაც არ დაუკმაყოფილეს. ამის შემდეგ ის თითქმის 50 წუთის განმავლობაში რჩებოდა მოედანზე, ორგანიზატორებმა მას სკამიც მიაწოდეს.

უკრაინის ფარიკაობის ფედერაციამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა. დისკვალიფიკაციის შემდეგ უკრაინის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინამ წინასწარ გააფრთხილა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია, რომ მისი სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუს სპორტსმენებს ხელს არ ჩამოართმევენ.


close დახურვა