საერთაშორისო ფრენები 1 სექტემბრამდე არ აღდგება. შესაბამისი ნოტამი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები 21 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება“, - წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
საქართველოში რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა. ახალი შეზღუდვით კი, ფრენები 1 სექტემბრამდე ვერ განხორციელდება.