ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სავალდებულო არჩევნები არაეფექტურია - განცხადება კობახიძემ ემზარ კვიციანის მოთხოვნის პასუხად გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სხვა ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ სავალდებულო არჩევნები არ მუშაობს და სანქციების არსებობის შემთხვევაშიც კი ამომრჩევლის იძულება შეუძლებელია.
"არც ერთ ქვეყანაში, სადაც სავალდებულო არჩევნების წესია დადგენილი, ეფექტიანი არ არის. იქაც კი, სადაც სანქციებია, ის არ მოქმედებს. ვერავინ ამომრჩეველს ვერ აიძულებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს საკითხი ჩვენთვის არ არის აქტუალური", - უპასუხა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის საპასუხოდ კი ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ოდესმე საქართველოში არჩევნები სავალდებულო იქნება - მისი თქმით. მხოლოდ ასე გათავისუფლდება ქვეყანა ზეწოლებისგან.
„მოვა დრო და ასეთ ცვლილებებს აუცილებლად მივიღებთ, თუ გავთავისუფლდებით ისეთი ზეწოლისაგან, მაგალითად 2 დამნაშავე რომ გამოაშვებინეს ციხიდან. მიმაჩნია რომ ესეც ზეწოლის შედეგად ხდება" - აცხადებს კვიციანი.