სავალუტო ჯიხურები ფუნქციონირებას 8 ინვისიდან განაახლებენ. ამის შესახებ „ფორმულას“ სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წევრმა ვახტანგ გრიგალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები 31 მარტს დაიკეტა. მიზეზი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერი და ფულისგან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის საშიშროება გახდა.