logo
ENG



სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მოსწავლეზე

20 ოქტ 202220:05
3 წუთის საკითხავი
 

კახეთში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე, სავარაუდო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მომხდარი მედიამ გააშუქა. არადა 7 წლის ბავშვის დედა თითქმის ერთი თვეა როგორც სკოლის დირექტორს, ისე დისციპლინურ საბჭოს რეაგირებას სთხოვს. უწყება მომხდარს ძალადობის მუხლით იძიებს. მშობელი პოლიციაში დღეს ბავშვთან ერთად დაიბარეს, თუმცა გამოკითხვა დროებით, იქამდე გადაიდო, სანამ ქალი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად არ მივა.

 


close დახურვა