logo
ENG



სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით მარტყოფში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

23 სექ 202114:21
3 წუთის საკითხავი
 

სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით მარტყოფში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა და ბანკომატი ააფეთქა. წაღებულია ფული. ადგილზე სამართალდაცმველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.


close დახურვა