logo
ENG



საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა

25 აპრ 202320:00
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა ოცნებამ მომხრეები დაკარგა. ევროინტეგრაციის ისტორიულად მაღალი მხარდაჭერის ფონზე, ივანიშვილის პარტიას ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. 19 პროცენტი. კვლევა IRI-მ მარტში ჩაატარა, განწყობები რუსული კანონისა და აქციების დარბევის ფონზე გამოიკვეთა.

ოპოზიციის ჯამური რეიტინგი კი მმართველ პარტიაზე ორჯერ მაღალია, მაგრამ ცალ-ცალკე 5-პროცენტიან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავს, ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. კვლავ მაღალია იმ მოქალაქეების მაჩვენებელი, რომლის ინტერესსაც არც ერთი პარტია არ გამოხატავს. კვლევის შედეგები არ მოსწონს და არ ენდობა ქართული ოცნება. 


close დახურვა