logo
ENG



საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 3 ახალი წევრი აირჩიეს

01 ივლ 202014:58
3 წუთის საკითხავი
 
n9o5ixllknx0ky0.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში სამი ახალი წევრი აირჩიეს - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი და გიორგი მურღულია აირჩიეს.

კენჭისყრაზე „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელმა, ზაზა აბაშიძემ 98 ხმა მიიღო, „ობიექტივის“ ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა 95, ხოლო ფილოლოგმა გიორგი მურღულიამ 92.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩეული ახალი წევრები ნინია კაკაბაძეს, ქეთი მსხილაძესა და გია იაკობაშვილს ჩაანაცვლებენ.


close დახურვა