ქართულმა ოცნებამ ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში დააბრუნა. ბიძინა ივანიშვილის კადრი და ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც საზოგადოებას რამდენიმე წლის წინ დირექტორად დანიშვნის დროს მაუწყებლის განვითარებას ჰპირდებოდა, ახლა სამეურვეო საბჭოს წევრად მოგვევლინა. უფრო მეტიც, შესაძლოა ბორდის თავმჯდომარეც გახდეს. ვარაუდობენ, რომ მაღლაფერიძის რეალური მოვალეობა მმართველი პარტიის კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება იქნება. სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა ჟურნალისტი ლაშა ტუღუში, რომელიც ბორდში სახალხო დამცველის კვოტით შევიდა. სამაგიეროდ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის კანდიდატურა ჩააგდო. ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მომდევნო მცდელობაზე რჩება შანსი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები
13 აპრ 202220:42
3 წუთის საკითხავი