გატაცებული ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება - ირწმუნებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია გემის მფლობელთან და ეკიპაჟის იმ წევრებთან, რომლებიც გემზე არიან დარჩენილები. მათ შორისაა ერთი ქართველიც.
შეგახსენებთ, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეა. ქართული მხარე მოვლენების განვითარებას ელოდება.
„კომუნიკაცია მქონდა გემის ეკიპაჟის წევრებთან. ქართველ მეზღვაურთანაც მქონდა კომუნიკაცია და დამიდასტურა რომ ის ჯანმრთელი და უვნებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, ახალი ინფორმაცია მიღებისთანავე გახდება ცნობილი“, - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.