ახალგაზრდა იურისსტთა ასოციაცია 23 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია, ნათქვამი არასამთავრობო ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს აღნიშული საკანონმდებლო ცვლილების პროცესის დახურულად, წარმართვას და მიიჩნევს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების ნაწილი ბუნდოვანია, ნაწილი კი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია 2020 წლის 17 მარტს გავრცელდა და ამავე დღეს დარეგისტრირდა პარლამენტში, თუმცა ის არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი 2020 წლის 13 აპრილამდე, სანამ პარლამენტის ბიურომ არ გადასცა განსახილველად შესაბამის კომიტეტს. ამ პერიოდში არ იყო უზრუნველყოფილი კანონპროექტის გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის და მასთან დაკავშირებით შესაბამისი შენიშვნების წარმოდგენის შესაძლებლობა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი განიხილა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და მის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომლის მონაწილეობა ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დახურულად და არ ყოფილა მასში რაიმე ფორმით მონაწილეობის შესაძლებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში.