logo
ENG



საია 13 ივნისზე: სახელმწიფო უწყებებმა სრულიად არაეფექტურად იმუშავეს

13 ივნ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი შესრულდა. მდინარე ვერეს ხეობაში, მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რამდენიმე მოქალაქის ინტერესს იცავდა და მოგებული საქმეებით 4 უწყებას ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა. 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ზიანი სიმბოლური თანხით 13 ლარით აუნაზღაურდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სტიქიის დროს სახელმწიფო უწყებების მუშაობას არაეფექტურად აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო, ერთი მხრივ, სტიქიის პრევენცია, ხოლო, მეორე მხრივ, სტიქიაზე რეაგირება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ბოლო 5 წლის განმავლობაში აწარმოებს რამდენიმე საქმეს 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, მათ შორის მთავარი საქმე, რომელიც ჩვენს წარმოებაში არის, ამ ეტაპზე ეხება კონკრეტული პირის გარდაცვალების ფაქტს. ამ საქმეთან დაკავშირებით ოჯახმა დაიწყო სასამართლოში საქმის წარმოება, ამ ეტაპისთვის ჩვენ ხელთ გვაქვს უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის იანვრის პერიოდის, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები სრულად და გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებს აუნაზღაურდათ მატერიალური და მორალური ზიანი. სახელმწიფო უწყებებმა სრულიად არაეფექტურად არაკოორდინირებულად იმუშავეს და ვერ შეძლეს, ერთი მხრივ, ვერც სტიქიციის პრევენცია და მეორე მხრივ, უკვე რეაგირება, რასაც მოჰყვა ის შედეგი, რა შედეგიც უკვე ყველამ კარგად ვიცით“, - განაცხადა ახალაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა.


close დახურვა