დღეს რესპუბლიკის მოედანზე იმიტირებული საკანი დაიდგმება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცხოველების თოჯინებს მოათავსებენ. თეატრალიზებული აქციის ავტორი „გაბედეა". მოძრაობის წევრების თქმით, მისი გზავნილი მარტივია - თუ ივანიშვილი უდანაშაულო ახალგაზრდების დაკავებას არ შეწყვეტს, საბოლოოდ სწორედ ეს აქტივისტები ჩასვამენ საკანში „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს.
მოძრაობა „გაბედეს“ წევრის, მიშა ქუმსიშვილის თქმით, მოძრაობის წევრები რესპუბლიკის მოედანზე იმიტირებული კარვის დადგმას აპირებენ, რომელშიც ბიძინა ივანიშილს მოათავსებენ.
„რესპუბლიკის მოედანზე დავდგამთ იმიტირებულ საკანს, რომელშიც მოვათავსებთ მის უდიდებულესობას ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს იმის ნიშნად, რომ მას არ გაუვა ის რეპრესიები და ის დაკავებები, რაც მან ბოლო დღეების განმავლობაში ახალგაზრდების წინააღმდეგ გააკეთა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო პრანჭიაობის რომ მე იმასთან დგომა არ მინდა და არ შემიძლია, დღეს ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“,-განაცხადა მიშა ქუმსიშვილმა.