საკარანტინო ზონიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილია გადმოყვანილი. მათ სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათთან ამ ეტაპზე სულ 3 ახალშობილია, აქედან 2 ახალი შემოყვანილი. სამივეს მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი.
"ეს ორი ახალშობილი გადმოყვანილი არის მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. ახალშობილები ყველა შემოსულია სუნთქვის პრობლემებით. მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული და ამის გამო გადმოიყვანეს ახალშობილები“, - განაცხადა რატიანმა.