logo
ENG



საკონპენსაციო ანექსია - დროება

03 აპრ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 

პუტინის ბოდვითი გეგმა საბჭოეთის აღდგენაზე - რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოების დასუსტებაზე, დანაწევრებაზე,  ოკუპაციასა და ანექსიაზე გადის - სამხედრო დამნაშავე კრემლის მეპატრონისთვის ხომ საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფაა. უკრაინაში ომის დაწყება მხოლოდ პუტინის იმპერიული ამბიციების აღსრულებას ემსახურებოდა - თუმცა მიზნის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. უკრაინაში განცდილი მარცხის და წინასწარ დეკლარირებული გეგმის კორექტირების ფარგლებში კომპენსირებისთვის მოსკოვში ახალი სტრატეგია შეიმუშავეს - ოკუპირებული ლუგანსკსა და დონეცკში რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი - ზუსტად ისეთი როგორიც 2014 წელს ყირიმში ჩატარდა.

 


close დახურვა