საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონის განხილვისას პარლამენტის წარმომადგენლები ქართული ოცნების წევრები ანრი ოხანაშვილი (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე იქნებიან.
ხვალ, 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე იმსჯელებს. საქმეს პლენუმი განიხილავს.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.
გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნულ სარჩელებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით დააფიქსირებს.