logo
ENG



სალაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე:როგორც მინიმუმ, უნდა დაინტერესებულიყო პროკურატურა

31 ოქტ 201907:37
3 წუთის საკითხავი
 
iwnm5cbr8hvao56.png

მეუფე იაკობის განცხადებაზე შსს და პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ აპირებს. საქართველოს გენერალური პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი თვლიან, რომ საგამოძიებო უწყება საქმით უნდა დაინტერესდეს. საია-ს თავმჯდომარე ეჭვობს, რომ გამოძიება არც ერთ შემთხვევაში არ დაიწყება, რადგან ეს მმართველი გუნდის ინტერესებში არ შედის.  

"როგორც მინიმუმ, უნდა დაინტერესებულიყო პროკურატურა და ეს უნდა გამოეკვლია. ამის ნაცვლად, ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და ისინი არ აპირებენ გამოძიების დაწყებას. უბრალოდ არ აქვთ სურვილი, რომ ამ ტიპის საქმეზე ვინმემ გამოძიება აწარმოოს ქვეყანაში. შესაძლოა მეუფე იაკობის განცხადებებში ფაქტობრივი უზუსტობები ყოფილიყო, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრა შედგა, თუ არა,"-აცხადებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე. 


close დახურვა