logo
ENG



სალივანი: აშშ–ს მოქალაქეებმა უნდა დატოვონ უკრაინა, რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას

11 თებ 202223:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/1c5h78v653d37p4.jpg

თეთრ სახლში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ 48 საათში ქვეყნის დატოვებისკენ. ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ნათლად ვერ ვიტყვი, თუმცა, შესაძლოა ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს დაიწყოს [რუსეთის უკრაინაში შეჭრა], მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ოლიმპიადის შემდეგ დაიწყებენ.

ნებისმიერმა ამერიკელმა, მომდევნო 24 ან 48 საათში, უკრაინა ყველა შესაძლო გზით უნდა დატოვოს. თუ დარჩებით, თქვენ დადგებით რისკის წინაშე და არ გექნებათ არანაირი გარანტია, რომ რაიმე სხვა გზა გექნებათ უკრაინის დასატოვებლად" – თქვა ჯეიკ სალივანმა.

სალივანის თქმით, შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმაც თქვა, რომ ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. მისივე თქმით, ვითარება იძაბება და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელების გადასარჩენად სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. ასევე, თეთრმა სახლმა კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა.

თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.


close დახურვა