logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას

10 ოქტ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 
413iosiklfsjjaa.jpg

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებას მიესალმება.

ზურაბიშვილმა განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა და სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

"მივესალმები მთიან ყარაბახში ცეცხლის შეწყვეტას და ვურჩევ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის", - წერს პრეზიდენტი.

დღეს, 10 ოქტომბერს, 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

თუმცა, მოლაპარაკების პერიოდშიც ორივე მხარე თავდასხმებზე ლაპარაკობდა. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.


close დახურვა