logo
ENG



სალომე კვირიკაშვილი: შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდა ბუნდოვანია

26 მაი 202017:43
3 წუთის საკითხავი
 

აუდიტის დასკვნის ერთ მიმართულებაზე, სადაც საუბარია, რომ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება 25 მილიონით გაიზრდა, კითხვები აქვთ არასამთავრობი სექტორის წარმომადგენლებს.

„ფლანგვის დეტექტორში“ ამბობენ, რომ როდესაც მთავრობამ სამინისტროები ხარჯების დაზოგვის მიზნით გააერთიანა და ამის ფონზე შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე თანხა იზრდება, ეს მიმართულება ბუნდოვანია. არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხშირად ამ გადაწყვეტილებებს, საჯარო სამსახურის წარმომადგენელი ხელმძღვანელი პირები იღებენ, შესაბამისად ძალიან ძნელია იმის დასაბუთება რამდენად არის საჭირო შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა, რადგან აყვანის დროს კანონი გაცილებით ლიბერალურია.

„შტატგარეშე თანამშრომელთან მიმართებით, როგორც დანიშვნის ხელშეკრულების გაფორმება ან ანაზღაურების საკითხი უფრო ლიბერალურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად გამჭვირვალეა და ამ თვალსაზრისით გარკვეული რისკები იქმნება, რადგან სრულად სამსახურის ან სტრუქტურის უფროსზე არის დამოკიდებული თუ როგორ განსაზღვრავს შრომით ხელშეკრულებას, რა შრომით ანაზღაურებას განსაზღვრავს და ა.შ.  არ არსებობს დასაბუთება, სჭირდება თუ არა გარკვეულ ორგანოს შტატგარეშე თანამშრომელი, რამდენი ხნით სჭირდება, ვინ ახორციელებს კონტროლს ამოიწურა თუ არა მისი უფლებამოსილების განხორციელების ეტაპი“, - განაცხადა „ფლანგვის დეტექტორის“ წარმომადგენელმა სალომე კვირიკაშვილმა.

ოპოზიციის ლიდერები აუდიტის დასკვნის საფუძველზე კორუფციის ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. 

„აღებული და გაუსტუმრებელი ვალი და შეუსრულებელი საინვესტიციო პროექტები“ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა აღნიშნულია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.


close დახურვა