logo
ENG



სამადაშვილი: ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

17 ივლ 202317:24
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს დეპუტატის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

სამადაშვილის თქმითვე, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

"ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბელგიამ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მათთვის შესაბამისი მიმართვის შედეგად მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათ საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს"- თქვა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში.

"როდესაც ბელგია იღებს მსგავს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ საქართველო არ არის მისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ქვეყანა, საფრთხე არსებობს ძალიან სერიოზული, რომ ბელგიას თან მიჰყვეს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც და არც ისაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა დღის წესრიგში დააყენოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და ევროპულ სივრცეს"- თქვა სამადაშვილმა.


close დახურვა