logo
ENG



სამადაშვილი: ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმა

22 მარ 202213:50
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმა
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმაა.

მისი თქმით, რუსეთს მიზანია, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოების გაუქმება და ნეიტრალიტეტზე საუბარი მას ამოცანის შესრულებას გაუადვილებს.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ფაქტობრივად თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე. რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა, რომ უკრაინას და საქართველოს უახლოეს მომავალში ნატოში არ მიიღებენ, მაგრამ გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ იმიტომ, რომ რუსეთისთვის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოების გაუქმება და ნეიტრალიტეტზე საუბარი მხოლოდ გაუადვილებს რუსეთს ამ ამოცანის შესრულებას", - თქვა სამადაშვილმა.


close დახურვა