logo
ENG



სამადაშვილი: ოცნება რუსეთიდან მართული ძალა რომ არ იყოს, ზარქუა უკვე გაგდებული იქნებოდა

18 ნოე 202212:09
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელოს წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ქართული ოცნება რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალა რომ არ იყოს, ირაკლი ზარქუა უკვე დატოვებდა პარლამენტსა და მმართველი პარტიის რიგებს.

ის ამ განცხადებით გამოეხმაურა ირაკლი ზარქუას შეურაცხმყოფელ რეპლიკას - გუშინ, 17 ნოემბერს ზარქუამ სენატორ ჯინ შაჰინს "ჩათლახი" უწოდა.

სამადაშვილის თქმითვე, რუსეთის მიზანია, რომ საქართველოს პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აშშ-სა და სენატორებს შეურაცხყოფას მიაყენებენ.

"ქართული ოცნება რომ არ იყოს რეალურად რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალა, ზარქუა უკვე გაგდებული იქნებოდა ქართული ოცნების რიგებიდან და დაწერილი ექნებოდა განცხადება პარლამენტის დატოვების შესახებ. მაგრამ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა და ამ შემთხვევაში ზარქუა თავის აზრს კი არ გამოხატავს, გამოხატავს ივანიშვილის და მისი პოლიტიკური პროექტის პოზიციას"- თქვა სამადაშვილმა.


close დახურვა