logo
ENG



სამადაშვილი: ოცნებამ გადაწყვიტა, საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციის პროცესი დაიწყოს

09 მაი 202312:57
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება ახალი კანონპროექტით "საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციას" იწყებს.

"პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინებით და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი და ფაქტობრივად მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. მე მსურს, მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, განიხილოთ თქვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევისთვის ხელის შესაშლელად", - განაცხადა სამადაშვილმა.

ქართული ოცნების ახალი ინიციატივით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.


close დახურვა