logo
ENG



სამადაშვილი გახარიას: სად წავიდა და ვინ შეჭამა მოქალაქეების მომავალი

29 მაი 202015:14
3 წუთის საკითხავი
clock 428

"თქვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული წლების მანძილზე 4 %-იც კი არაა და ამიტომ ხვდება დღეს საქართველო ასეთ სიღარიბეს. სად წავიდა ეს ეკონომიკური ზრდა",- ამ კითხვით მიმართა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფენა მოქალაქეების მომავალზე პირდაპირ აისახება და ამაზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდია.

"დღეს მოქალაქე უნდა ყოფილიყო ორჯერ უფრო მდიდარი იმ შემთხვევაში თუ შევინარჩუნებდით თუნდაც იმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებს, რაც 2012 წელს გვქონდა. სად წავიდა და ვინ შეჭამა მოქალაქეების მომავალი? - ეს შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც ეძახით კორუფციას და სინამდვილეში ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. სწორედ ამ კორუფციამ შეჭამა მოქალაქეების მომავალი. მაგალითად, გუშინ გვითხარით რომ ფარცხალაძემ გადაიხადა 9 ათასი ლარი ჯარიმა, რადგან კარანტინის წესები დაარღია. ბატონო, პრემიერო 400-დან 700 მლნ-მდეა აქვს წაღებული კაცს და 9 ათასს თუ დააბრუნებს ბიუჯეტში, ნუ დაგვამადლით",-განაცხადა სამადაშვილმა. 

რაც შეეხება კონრეტულ მაგალითებს, სამადაშვილმა მოიყვანა რამდენიმე ციფრი, რის მიხედვითაც იკვეთება კორუფციული ნიშნები და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

"სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე გამქრალი 110 მლნ.; ენერგოსისტემაში გამქრალი 76 მლნ. ასევე 400 მლნ. ზარალი რკინიგზას, საიდანც ეჭვი გვაქვს ის 100 მლნ. რაც ვერ გავიგეთ ივანიშვილმა ჩადო თუ არა, ეჭვია სწორედ რკინიგზიდან გამქრალი მილიარდებიდანაა აღებული. თქვენ ისეთივე რეჟიმი დაამყარეთ ჩვენს სამშობლოში, როგორიც თქვენს მეორე სამშობლოშია, ჩრდილოეთით. პლუტოკრატია არის კორუმპირებული ადამიანების მიერ მართვა დანარჩენი მოქალაქეების ხარჯზე",-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. ის პარლამენტში დღის 14:00 საათზე მივიდა.


close დახურვა