logo
ENG



სამადაშვილი ხუნდაძეზე: არ მგონია, მსგავს განცხადებებს საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს

10 ივნ 202217:12
3 წუთის საკითხავი
 

ლალოს დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადება სტატუსთან დაკავშირებით შემთხვევითი არაა.

"არ მგონია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მართლაც უზრუნველსაყოფად, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული ევროპული საბჭოს სხდომაზე, ჩვენ ქვეყანაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არჩევნების გზით", - თქვა სამადაშვილმა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებითთუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს "უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს", ქვეყანამ ამაზე უარი უნდა თქვას. 

დიმიტრი ხუნდაძე ქართული ოცნების სწორედ ის ე.წ. ამბოხებული დეპუტატია, რომლის მეშვეობით მმართველმა გუნდმა 2019 წელს ჩააგდო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 20 ივნისის მღელვარების შემდეგ საზოგადოებას სწორედ ასეთ სისტემას დაჰპირდა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. 

თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. 

რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა.


close დახურვა