logo
ENG



სამადაშვილის განმარტება, რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი საქართველოსთვის

10 ივნ 202400:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/20ej4p4yh19bz9l.jpeg

ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი განმარტავს, რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სამადაშვილი წერს:

"1. ევროკავშირის მოწინააღმდეგე ფრონტი დამარცხდა, ევროკავშირის შემდგომ გაფართოვებაზე ამ ეტაპზე გაგრძელდება იგივე პოლიტიკა. ახალ ევროპულ კომისიაში, გაფართოვების საკითხებში ევროკომისრის მანდატი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი, სავაურადოდ დიდ და გავლენიან ქვეყნებს ექნებათ პრეტენზია. მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და ევროპული პროექტი-ანუ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე. ისტორიული შესაძლებლობა გვეძლევა, თუ რუსულ ხელისუფლებას გავაგდებთ ოქტომბერში.

2. სადაც მამარჯვენე ძალებმა მოიპოვეს შედარებით მეტი მანდატი, ემიგრაციის საწინააღმდეგო პლატფორმა იყო წამყვანი და ზოგადად, ევროპის შიდა სივრცის უკეთ დაცვა. ანუ, მათთვის ვინც ევროკავშირის წევრი არ იქნება, ევროპა შესაძლოა გახდეს უფრო მიუწვდომელი მომავალში. შესაბამისად, როდესაც ივანიშვილის პოლიტიკის გამო შანსია, დავკარგოთ უვიზო მომისვლა, არჩევანი არის მარტივი-ან იქნები ევროპის შიგნით, ან გარეთ, კიდევ უფრო მეტი გამყოფი ბარიერის მიღმა, დაუცველ, ღარიბ სივრცეში.

3. უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, რუსეთის შეკავების პოლიტიკაც-პრო-რუსულმა ძალებმა ვერ გაიძლიერეს პოზიცია.

საბოლოოდ კი, ეს არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმე წლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად.

ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში? - დაიხურება ეს ფანჯარაც... დავამარცხებთ - წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა.

ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბერს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე საქართელოს მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მისი ცხოვრების მანძილზე.

ესაა ჩვენი დიდგორი ამ ქვეყნის გადასარჩენად".

წინასწარი შედეგებითპროევროპული პარტიების დიდი კოალიცია ევროპარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს.


close დახურვა